Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში გაიმართა ანტიდასავლური ჯგუფების დემონსტრაცია


პაკისტანში გაიმართა რელიგიური და ექსტრემისტული ჯგუფების დემონსტრაცია, რომლის მონაწილეებმაც დაგმეს შეერთებული შტატების პოლიტიკა. აქციის ორგანიზატორი იყო კოალიცია „პაკისტანის თავდაცვა“, რომელიც აერთიანებს 40, უმეტესწილად, ექსტრემისტულ პარტიას. თვითმხილველების ცნობით, დემონსტრაციაზე შეიკრიბა 3500-მდე ადამიანი. საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესის“ ცნობით, მას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ განუცხადა, რომ დემონსტრანტებს სურდათ „პაკისტანში აშშ-ის ინტერვენციისა“ და „ნატოს მომარაგების შესაძლო განახლების“ გაპროტესტება. კოალიცია „პაკისტანის თავდაცვა“ შეიქმნა მას შემდეგ, რაც გასული წლის ნოემბერში აშშ-ის საჰაერო თავდასხმის შედეგად ავღანეთის საზღვრის მახლობლად დაიღუპა 24 პაკისტანელი ჯარისკაცი. ამ ინციდენტის შემდეგ პაკისტანმა ნატოს ჩაუკეტა ავღანეთის მოსამარაგებელი მარშრუტი.
XS
SM
MD
LG