Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროზონის ფინანსთა მინისტრები მსჯელობენ საბერძნეთის დახმარებაზე


ბრიუსელში ევროზონის ფინანსთა მინისტრების შეხვედრაზე მინისტრებმა ოპტიმიზმი გამოხატეს საბერძნეთისათვის დახმარების მეორე პაკეტის გამოყოფის თაობაზე. გერმანიის ფინანსთა მინისტრმა, ვოლფგანგ შოიბლემ განაცხადა, რომ მიზნის მისაღწევად „გასაკეთებელი სულ ცოტა დარჩა“. საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა, ფრანსუა ბარუენმა განაცხადა, რომ ყველა საჭირო ელემენტი ხელთა გვაქვს, მათი მხოლოდ გაერთიანებაა საჭიროო. ევროზონის ჯგუფის თავმდომარემ, ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრმა, ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა, რომ „დრო აღარ იცდის“. მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე, სავალუტო ფონდთან და ევროპის ცენტრალურ ბანკთან ერთად საბოლოოდ უნდა გადაწყვიტონ საბერძნეთის საკითხი. პაკეტი მოიცავს 130 მილიარდ ევროს და მიზნად ისახავს საბერძნეთისათვის დეფოლტის აცილებას. ათენს 20 მარტს უწევს ვალების ნაწილის, 14,5 მილიარდი ევროს დაფარვა და თუ ეს ვერ შეძლო, მოუწევს უარი თქვას ფინანსური ვალდებულებების შესრულებაზე. დეფოლტი მძიმე გავლენას მოახდენდა საერთო ვალუტაზე, ევროზე და, ზოგადად, გლობალურ ეკონომიკაზე. პაკეტი მოიცავს 130 მილიარდ ევროს და მიზნად ისახავს საბერძნეთისათვის დეფოლტის აცილებას. ათენს 20 მარტს უწევს ვალების ნაწილის, 14,5 მილიარდი ევროს დაფარვა და თუ ეს ვერ შეძლო, მოუწევს უარი თქვას ფინანსური ვალდებულებების შესრულებაზე. დეფოლტი მძიმე გავლენას მოახდენდა საერთო ვალუტაზე, ევროზე და, ზოგადად, გლობალურ ეკონომიკაზე. დახმარების პაკეტი, რომელზეც ბრიუსელში მსჯელობენ, ითვალისწინებს აგრეთვე საბერძნეთისათვის ვალების ნაწილის - 100 მილიარდი ევროს ჩამოწერას. როგორც ბრიუსელში დღევანდელი შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა საბერძნეთის ფინანსთა მინისტრმა, ევანგელოს ვენიზელოსმა: „ჩვენ აქ მზად ვართ საბერძნეთის ახალი პროგრამის გარშემო ხანგრძლივი პროცესის დასასრულებლად და ასევე მზადა ვართ საიმისოდ, რომ დავიწყოთ კერძო სექტორის მონაწილეობასთან დაკავშირებული ოფიციალური პროცედურა. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, მაგრამ ყველა შემთხვევაში გვჭირდება ევროჯგუფის მკაფიო პოლიტიკური მხარდაჭერა“.
XS
SM
MD
LG