Accessibility links

logo-print

გერმანიაში 18 მარტს აირჩევენ ახალ პრეზიდენტს


გერმანიის პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, 18 მარტს გაიმართება პარლამენტის საგანგებო სხდომა, რომელზეც აირჩევენ ქვეყნის ახალ პრეზიდენტს. პრეზიდენტის პოსტი გათავისუფლდა 18 მარტს ამ თანამდებობიდან კრისტიან ვულფის გადადგომის შემდეგ. ახალი პრეზიდენტის არჩევა ფორმალურ კენჭისყრად არის მიჩნეული, რადგან გერმანიის ყველა წამყვანი პარტია უკვე შეთანხმდა საერთო კანდიდატზე - ყოფილ აღმოსავლეთგერმანელ უფლებადამცველ იოახიმ გაუკიზე. 72 წლის იოახიმ გაუკი, რომელიც პასტორი იყო ყოფილ გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ ხელმძღვანელობდა ძველი რეჟიმის უშიშროების სამსახურის, „შტაზის“ არქივებთან დაკავშირებულ სამუშაოებს.
XS
SM
MD
LG