Accessibility links

logo-print

სირიის ხელისუფლება განაგრძობს ჰომსზე შეტევას


სირიელი აქტივისტების ინფორმაციით, 7 ადამიანია მოკლული და უამრავი დაჭრილი ქალაქ ჰომსში სამთავრობო ძალების მხრიდან შეტევის შედეგად. აქტივისტებისავე თანახმად, ბაშარ ასადის რეჟიმი ჰომსში სამხედრო შემადგენლობას აძლიერებს, ქალაქთან დამატებითი ტექნიკაა მობილიზებული, რაც აქტივისტების ვარაუდით, ქალაქის აღებისთვის მზადებას უნდა ნიშნავდეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჰომსს ათასობით მაცხოვრებელი ტოვებს. ქალაქი ჰომსი სამთავრობო ძალების შეტევის სამიზნეა უკვე 18 თვეა. სირიის ხელისუფლებამ უცხოელ ჟურნალისტებს სირიაში მუშაობა აუკრძალა, რის გამოც აქტივისტების მიერ გავრცელებული ცნობების შემოწმება შეუძლებელია.
XS
SM
MD
LG