Accessibility links

logo-print

ირანს მოუწოდებენ, უარი თქვას კანადის მოქალაქის სიკვდილით დასჯაზე


ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა კეთრინ ეშტონმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ირანის ხელისუფლებას შეაჩეროს კანადის მოქალაქეობის მქონე ირანელი კაცის სიკვდილით დასჯა. ეშტონის წერილობით განცხადებაში აღნიშნულია, რომ ”ის უკიდურესაც დამწუხრებული და შეშფოთებულია იმ ცნობების გამო, რომ ირანელი ინტერნეტ-დიზაინერ საიდ მალექფურის სიკვდილით დასჯა გარდაუვალია”. კანადის მთავრობამ და ”ამნესტი ინტერნეშნლმაც” მოუწოდეს ირანის ხელისუფლებას მალექფურის გათავისუფლებისკენ. მალექფურის მხარდამჭერების ცნობით, მან შექმნა პროგრამა, რომლითაც შესაძლებელი იყო ინტერნეტში ფოტოების გავრცელება და მალექფური არ იყო ინფორმირებული იმის შესახებ, რომ მისი პროგრამა პორნო-საიტების შესაქმნელად გამოიყენებოდა. საიდ მალექფური 2008 წელს დააპატიმრეს ირანში, როცა ის მომაკვდავი მამის სანახავად ჩავიდა. ის გაასამართლეს და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს.
XS
SM
MD
LG