Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის წარმომადგენელი ოპტიმისტურად აფასებს თალიბანთან მოლაპარაკებას


ავღანეთის უმაღლესი სამშვიდობო საბჭოს წევრი, ისმაილ ყასიმ იარი ოპტიმისტურად აფასებს თალიბანთან შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკების შედეგებს. როგორც ისმაილ ყასიმ იარმა ჩვენი რადიოს ავღანურ სამსახურთან საუბარში აღნიშნა, ბოლო დრომდე თალიბანის ლიდერები ამბობდნენ, რომ „არ დაიწყებდნენ მოლაპარაკებას, სანამ ერთი ამერიკელი ჯარისკაცი მაინც იქნებოდა ავღანეთში“. ახლა კი, მიუხედავად იმისა, რომ ავღანეთში ჯერ კიდევ ათიათასობით ამერიკელი სამხედრო პირი იმყოფება, თალიბანი „რამდენიმე თვეა მონაწილეობს ამერიკელ ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებებში“. რაც შეეხება პირდაპირ სამშვიდობო მოლაპარაკებებს, ისმაილ ყასიმ იარის თქმით, გადადგმულია პირველი ნაბიჯები მათს მოსამზადებლად და სამშვიდობო მოლაპარაკებები შესაძლოა, „მალე“ დაიწყოს. აქამდე განიხილავდნენ საკითხებს, როგორიც არის ტყვეების გაცვლა. ავღანეთის უმაღლესი სამშვიდობო საბჭო ორი წლის წინ დაარსდა. მას 70 წევრი ჰყავს.
XS
SM
MD
LG