Accessibility links

„ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი“: 2011 წელს მსოფლიოში 46 ჟურნალისტი მოკლეს


ორგანიზაცია „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის“ ინფორმაციით, შარშან მსოფლიოში 46 ჟურნალისტი მოკლეს. ნიუ-იორკში დაფუძნებულმა ორგანიზაციამ გამოაქვეყნა წლიური ანგარიში „პრესაზე თავდასხმები 2011 წელს“. მასში ჟურნალისტთა საქმიანობისათვის ყველაზე სახიფათო ქვეყნად სახელდება პაკისტანი, სადაც 2011 წელს შვიდი რეპორტიორი გახდა ძალადობის მსხვერპლი. პაკისტანს მოჰყვებიან ლიბია და ერაყი ხუთ-ხუთი მოკლული ჟურნალისტით. ამავე ანგარიშით, გასულ წელს დაპატიმრებულ იქნა 179 ჟურნალისტი, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია გასული საუკუნის 90-ანი წლების შემდეგ.
XS
SM
MD
LG