Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

20-ლარიანი ენერგოვაუჩერის დარიგება დაიწყო


დღეიდან საქართველოს მთავრობამ დაიწყო მოქალაქეებისთვის განკუთვნილი 20 ლარიანი ენერგოვაუჩერის დარიგება. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ანდრია ურუშაძის განმარტებით, ვაუჩერი თბილისში არ გავრცელდება დაუსფთავების გადასახადზე, რომელიც დახარჯული ელექტროენერგიის მიხედვით განისაზღვრება. ურუშაძის თქმით, ვაუჩერი ელექტროენერგიის გაზრდილი ხარჯის დასაფარად განკუთვნილი შეღავათია. ვაუჩერების დარიგების გამო დღეს პრესკონფერენცია გამართა ლეიბორისტულმა პარტიამ. მისი გენერალური მდივნის სოსო შატბერაშვილის განცხადებით, ”მიხეილ სააკაშვილმა პოლიტიკური აღსასრულის მოახლოება იგრძნო და ელექტროენერგიის ვაუჩერების სახით. 20-ლარიანი წინასაარჩევნო ქრთამის დარიგება დაიწყო.”
XS
SM
MD
LG