Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით გამყრელიძე: "ქართული ოცნება" საკმაოდ ეკლექტურია


"ახალი მემარჯვენეების" ლიდერის, დავით გამყრელიძის შეფასებით, კოალიცია "ქართული ოცნება" საკმაოდ ეკლექტურია და განწირულია ისეთი დასასრულისთვის, როგორც ეს მოხდა გაერთიანებული ოპოზიციისა და "ალიანსის საქართველოსთვის" შემთხვევაში. ITV-ს მედიაკლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრისას გამყრელიძემ განაცხადა, რომ მსგავსი გაერთიანებები მოკლებულია მსოფლმხედველობრივ ერთობას და სწორედ ეს არის ივანიშვილის კოალიციის პრობლემაც. თავად ”ახლები” არანაირ კოალიციასა და ალიანსში გაწევრიანებას არ აპირებენ. ამასთან, დავით გამყრელიძისთვის კოალიციის არსებობა მისაღებია არჩევნების შემდეგ. მისივე თქმით, მსგავსი კოალიცია მიზნად უნდა ისახავდეს მთავრობის ჩამოყალიბებას და ამ მიმართულებით თანამშრომლობას.
XS
SM
MD
LG