Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთის დახმარების გეგმა ითვალისწინებს საგანგებო ანგარიშის შექმნას


ევროზონის ფინანსთა მინისტრები შეთანხმდნენ საბერძნეთისათვის დახმარების მორიგი პაკეტის - 130 მილიარდი ევროს მომცველი კრედიტების გამოყოფაზე. ამავე შეთანხმებით, საბერძნეთის ობლიგაციების მფლობელ კერძო ინვესტორებს - უმეტესწილად, ბანკებსა და საინვესტიციო ფონდებს - მოუწევთ, აღარ მოსთხოვონ საბერძნეთს ვალების ნაწილის,100 მილიარდი ევროს გასტუმრება. ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრისა და ფინანსთა მინისტრების ევროჯგუფის ხელმძღვანელის, ჟან-კლოდ იუნკერის განმარტებით, ახალი კრედიტები გამოიყოფა მას შემდეგ, რაც ათენი მიიღებს საკონსტიტუციო დამატებას, რომელიც შესაძლებელს გახდის საბერძნეთის საფინანსო პოლიტიკის უფრო მჭიდროდ გაკონტროლებას ევროკავშირისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ. ამას გარდა, საბერძნეთს მოუწევს შექმნას საგანგებო, ე.წ. ესკროუ ანგარიში, რომელზეც დაიდება ვალების სამი თვით გასასტუმრებელი ფული, რათა გარანტირებული იქნეს საბერძნეთის მიერ საგარეო ვალების გადახდა. ჟან-კლოდ იუნკერის განცხადებით, მარტის დასაწყისში გაიმართება ევროზონის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა იმის შესამოწმებლად, შეასრულებს თუ არა საბერძნეთი ახალი შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს.
XS
SM
MD
LG