Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერგნეთში გაიმართა შეხვედრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში


საქართველოში, სოფელ ერგნეთში გაიმართა მორიგი, 20-ე შეხვედრა ინიცდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში. შეხვედრის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პერსრელიზში აღნიშნულია, რომ შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს ზოგად ვითარებაზე და ბოლოდროინდელ ინციდენტებზე სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე და განიხილეს შესაძლო უსაფრთხოების ზომები ადგილობრივი მოსახლეობისათვის, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესრულებისას. მხარეებმა გაცვალეს აგრეთვე ინფორმაცია საქართველოში პატიმრობაში მყოფ პირებზე და შეთანხმდნენ, რომ შემდეგი შეხვედრა ერგნეთში 20 მარტს ჩატარდება. პრესრელიზში ნათქვამია, რომ დღევანდელმა შეხვედრამ “საქმიან და კონსტრუქციულ“ გარემოში ჩაიარა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად, ინიცდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრების ორგანიზატორია ეუთო.
XS
SM
MD
LG