Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარზაი თალიბანის ლიდერებს იწვევს პირდაპირ სამშვიდობო მოლაპარაკებაზე


ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ სამშაბათს განაცხადა, რომ თალიბანის ლიდერებს იწვევს პირდაპირ მოლაპარაკებაზე და პაკისტანს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს ამ პროცესს. უფრო ადრე კარზაიმ აღნიშნა, რომ, შუამავლების მეშვეობით, მის მთავრობას „ყოველდღიური“ კონტაქტი აქვს თალიბანთან, ავღანეთში კონფლიქტის მოსაგვარებლად და რომ მას, ასევე შუამავლების მეშვეობით, უკვე ჰქონდა კონტაქტი თალიბანის ერთ-ერთ ლიდერ მოლა ომართან. დღესვე გავრცელდა ცნობა, რომ ავღანეთის უმაღლესი სამშვიდობო საბჭოს წევრი, ისმაილ ყასიმ იარი ოპტიმისტურად აფასებს თალიბანთან შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკების შედეგებს. როგორც ისმაილ ყასიმ იარმა ჩვენი რადიოს ავღანურ სამსახურთან საუბარში აღნიშნა, ბოლო დრომდე თალიბანის ლიდერები ამბობდნენ, რომ „არ დაიწყებდნენ მოლაპარაკებას, სანამ ერთი ამერიკელი ჯარისკაცი მაინც იქნებოდა ავღანეთში“. ახლა კი, მიუხედავად იმისა, რომ ავღანეთში ჯერ კიდევ ათიათასობით ამერიკელი სამხედრო პირი იმყოფება, თალიბანი „რამდენიმე თვეა მონაწილეობს ამერიკელ ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებებში“. ავღანეთის უმაღლესი სამშვიდობო საბჭო ორი წლის წინ დაარსდა. მას 70 წევრი ჰყავს.
XS
SM
MD
LG