Accessibility links

გელბახიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს


საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ვალერი გელბახიანი, რომელიც ქართველმა სამართლადმაცველებმა 20 თებერვალს დააკავეს საქართველო-სომხეთის საზღვრის გადაკვეთისას, სასამართლომ სამშაბათს დარბაზიდან გაათავისუფლა. სასამართლომ ეჭვმიტანილს გათავისუფლების სანაცვლოდ 50 000 ლარის გადახდა მიუსაჯა. მოსამართლემ გაითვალისწინა გელბახიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, და ის ფაქტი, რომ გამოცხადდა გამოძიებაში და დააკმაყოფილა დაცვის მოთხოვნა. გელბახიანი 2008 წლის 22 იანვარს ბრალდებულის სახით პასუხისგებაში იქნა მიცემული დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით. ესაა შეთქმულება საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად. პროკურატურის მასალებით, ვალერი გელბახიანმა ბადრი პატარკაციშვილთან და მარინა გაბუნიასთან ერთად შეიმუშავა გეგმა, შეთქმულების გზით დაემხოთ ხელისუფლება. 2008 წლის 2 თებერვალს გელბახიანს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა დაპატიმრება. გელბახიანმა საქართველოში დაბრუნების მიზეზად დედის ავადმყოფობა დაასახელა.
XS
SM
MD
LG