Accessibility links

logo-print

სირიაში 33-ზე მეტი სამოქალაქო პირი დაიღუპა


21 თებერვალს სირიაში, სულ ცოტა, 33 სამოქალაქო პირი დაიღუპა იდლიბის პროვინციის სოფლებზე განხორციელებული სამხედრო რეიდების შედეგად, - ამის შესახებ სირიაში ადამიანების უფლებების სადამკვირვებლო ბრიტანული ორგანიზაცია იუწყება. მანამდე სირიელი აქტივისტები იუწყებოდნენ, რომ სამთავრობო ჯარების მხრიდან ალყაშემორტყმული ქალაქ ჰომსის საარტილერიო დაბომბვის შედეგად 16 სამოქალაქო პირი დაიღუპა. გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ ადამიანის უფლებების დარგში, ვალერია ამოსმა სირიას მოუწოდა შეუფერხებლად უზრუნველყოს ქვეყანაში საერთაშორისო დახმარების შეშვება. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტიც მოითხოვს სირიაში ცეცხლის ყოველდღე შეწყვეტას, სულ ცოტა, ორი საათით, რათა გადაუდებელი დახმარება გაუწიონ სამოქალაქო პირებს.
XS
SM
MD
LG