Accessibility links

logo-print

ანქავაბზე თავდასხმა განხორციელდა


დღეს დილით თავდასხმა განხორციელდა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრ ანქვაბზე. რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ანქვაბის ავტომობილს გუდაუთასთან გაუხსნეს ცეცხლი ავტომატური იარაღიდან და ყუმბარმტყორცნიდან. ანქვაბი არ დაშავებულა. დაიღუპა მისი ერთი მცველი, მეორე კი მძიმედ დაიჭრა. ”ინტერფაქსის” ცნობით თავდამსხმელებმა თავი მთას შეაფარეს. ეს, 2005 წლის შემდეგ, ანქვაბზე თავდასხმის უკვე მეექვსე შემთხვევაა. არც ერთი საქმე გახსნილი არ არის.
XS
SM
MD
LG