Accessibility links

logo-print

საბერძნეთის ფინანსთა მინისტრი: ქვეყანა კოშმარს გადაურჩა


ევროკავშირისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის გადაწყვეტილებამ, საბერძნეთისათვის ფინანსური დახმარების მორიგი, 130 მილიარდ ევროიანი პაკეტის გამოყოფის შესახებ საბერძნეთი კოშმარს გადაარჩინა - განაცხადა ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა ევანგელოს ვენიზელოსმა. გუშინ საბერძნეთის მთავრობის წევრები განიხილავდნენ საერთაშორისო კრედიტორების მოთხოვნილი რეფორმების რეალიზებას. წამოყენებულ პირობებს შორისაა საბიუჯეტო ხარჯების შემცირება ხელფასებისა და სოციალური დახმარებების შემცირების ხარჯზე. ანტიკირზისიულმა ზომებმა საბერძნეთში პროტესტის მორიგი ტალღა გამოიწვია. დღეს მასობრივ პროტესტს პროფკავშირები აწყობენ.
XS
SM
MD
LG