Accessibility links

სირიაში ორი დასავლელი ჟურნალისტი დაიღუპა


სირიიდან გავრცელებული ცნობებით, ორი დასავლელი ჟურნალისტი დაიღუპა და მათი სამი კოლეგა დაიჭრა ქალაქ ჰომსში, სადაც, სავარაუდოდ, სირიის სამთავრობო ჯარების მიერ დაშენილი ჭურვები მოხვდა მედიაცენტრად გამოყენებულ შენობას. ოპოზიციის აქტივისტების მონაცემებით, დაიღუპნენ ამერიკელი მარი კოლვინი, რომელიც ბრიტანეთის გაზეთ „სანდეი ტაიმსის“ კორესპონდენტი იყო და ფრანგი ფოტოგრაფი რემი ოშლიკი. საინფორმაციო სააგენტო როიტერსი თვითმხილველის მონათხრობზე დაყრდნობით იუწყება, რომ ჭურვები მოხვდა ბაბა ამრის რაიონში მდებარე შენობას, რომელშიც ჟურნალისტები იმყოფებოდნენ. ისინი დაიღუპნენ, როცა გარბოდნენ და მორიგი რაკეტა აფეთქდა. ქალაქი ჰომსი უკვე რამდენიმე დღეა, იბომბება. სირიელი აქტივისტების მონაცემებით, 100-ზე მეტი ადამიანია დაღუპული სამშაბათს დაწყებული ოპერაციის შედეგად. სირიის მთავრობას შეზღუდული აქვს ქვეყანაში უცხოელი ჟურნალისტების მუშაობა.
XS
SM
MD
LG