Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ხუთი ადამიანი მოკლეს ყურანის დაწვით გამოწვეულ საპრტესტო აქციებზე


ავღანეთში, სულ ცოტა, ხუთი ადამიანი მოკლეს ყურანის დაწვით გამოწვეულ საპროტესტო აქციებზე. მსხვერპლი მოჰყვა ცეცხლს, რომელიც ავღანელმა პოლიციელებმა გაუხსნეს დემონსტრანტებს. სამი ადამიანი დაიღუპა ფარვანის პროვინციაში, ბაგრამის საჰაერო ბაზის მახლობლად. ამ ბაზაზე ორშაბათს დაწვეს ყურანები, რაც ნატოს ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, დაუდევრობით მოხდა და რის გამოც საერთაშორისო ჯარების სარდალმა სამშაბათს ბოდიში მოიხადა. დღეს ქალაქ ჯალალაბადიდან გავრცელებული ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაიღუპა და 10 დაიჭრა დემონსტრანტებისთვის ცეცხლის გახსნის შედეგად. ასევე ერთი დემონსტრანტი დაიღუპა და ათი დაიჭრა ქაბულში, სადაც ავღანელმა პოლიციელებმა სროლა დაიწყეს არეულობაში გადაზრდილ დემონსტრაციაზე.
XS
SM
MD
LG