Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიაში დააპატიმრეს აქტივისტი „თოჯინების პროტესტის“ გამო


ბელორუსიაში 10 დღით პატიმრობა მიუსაჯეს ოპოზიციონერ აქტივისტ პაველ ვინოჰრადოვს მინსკში არასანქცირებული „თოჯინების პროტესტის“ ორგანიზებისათვის. საქმე ეხება 10 თებერვლის აქციას: ახალგაზრდა აქტივისტებმა პლუშის სათამაშოები მიიტანეს დამოუკიდებლობის მოედანზე, ისინი თოვლზე დააწყვეს და პლაკატები აღმართეს. ლოზუნგებს შორის იყო „სად არის პრესის თავისუფლება?“ და „სათამაშოები უკანონობის წინააღმდეგ“. აქციაზე მისულმა პოლიციელებმა სათამაშოების კონფისკაცია მოახდინეს. ვინოჰრადოვი ამ აქციის დღეს არ დაუკავებიათ. ის სამშაბათს, 21 თებერვალს აიყვანეს, სასამართლოს სხდომამდე ერთი დღით ადრე.
XS
SM
MD
LG