Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

100-მდე საერთაშორისო ორგანიზაციას გაეგზავნა საარჩევნო კანონმდებლობის შესახებ პეტიცია


საქართველოში მოქმედი საარჩევნო კანონმდებლობის შესაცვლელად სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მიერ ხელმოწერილი პეტიცია, საკანონმდებლო წინადადებები და არსებული კანონების ანალიზი 100-მდე საერთაშორისო ორგანიზაციას და დიპლომატიურ მისიას გაეგზავნა. არასამთავრობოები და მედიაორგანიზაციები, რომლებიც ჩართულნი არიან კამპანიაში "ეს შენ გეხება," აცხადებენ, რომ პეტიცია და მისი თანხმლები დოკუმენტები გაუგზავნეს საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, ნატოს, ევროკომისიას, ევროსაბჭოს, ევროპარლამენტს, ეუთოს, ამერიკის რესპუბლიკურ და დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ვენეციის კომისიას და სხვა ორგანიზაციებს. კამპანიის მონაწილეებს იმედი აქვთ, რომ საერთაშორისო საზოგადოების შეფასებები მნიშვნელოვნად დაეხმარება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით დაწყებულ პროცესს და საქართველოში საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას.
XS
SM
MD
LG