Accessibility links

logo-print

დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებამ მდინარე ენგურის გასწვრივ ე.წ. საზღვარი დაკეტა


ალექსანდრ ანქვაბზე თავდასხმის შემდეგ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებამ მდინარე ენგურის გასწვრივ, დანარჩენ საქართველოსთან საზღვარი დაკეტა - ამის შესახებ ზუგდიდიდან იუწყება რადიო თავისუფლების კორესპონდენტი. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის პრესსპიკერმა კრისტიან ბჟანიამ სააგენტო ”ინტერფაქსს” განუცხადა, რომ ალექსანდრ ანქვაბის წინააღმდეგ დღეს განხორციელებულ ტერაქტში ”ქართული კვალი” ჯერჯერობით არ შეინიშნება. ბჟანიას თქმით, თავდასხმა დიდხანს და დეტალურად მზადდებოდა.
XS
SM
MD
LG