Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი: ირანზე თავდასხმას „კატასტროფული“ შედეგები მოჰყვებოდა


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გენადი გატილოვის განცხადებით, ირანზე თავდასხმას „კატასტროფული“ შედეგები მოჰყვებოდა რეგიონული და, შესაძლოა, საერთაშორისო ურთიერთობებისთვისაც. გატილოვის ეს განცხადება გავრცელდა ცოტა ხანში მას შემდეგ, რაც ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ უკმაყოფილება გამოთქვა ირანში თავისი ექსპერტების ვიზიტის შედეგებით. სააგენტოს ცნობით, თეირანმა ექსპერტებს უარი უთხრა ფარჩინის სამხედრო კომპლექსის დათვალიერებაზე. ვარაუდობენ, რომ ეს ობიექტი უკავშირდება ირანის ბირთვულ პროგრამას, რომელიც, დასავლეთის ვარაუდით, ბირთვული იარაღის შექმნას ემსახურება. თეირანი უარყოფს ამ ბრალდებას. შეერთებული შტატები და ისრაელი არ გამორიცხავენ ირანზე თავდასხმას, კრიზისისთვის ბოლოს მოსაღებად.
XS
SM
MD
LG