Accessibility links

ავღანელი დემონსტრანტები თავს დაესხნენ აშშ-ის სამხედრო ბაზას


ასობით დემონსტრანტმა ავღანეთში იერიში მიიტანა ამერიკელი სამხედროების ბაზაზე აღმოსავლეთში მდებარე ლაღმანის პროვინციაში. დემონსტრანტები ქვებს ისროდნენ და პროტესტს გამოთქვამდნენ ორშაბათს ნატოს ბაზაზე ყურანების დაწვის გამო. დღევანდელი ინციდენტი მოჰყვა თალიბანის მოწოდებას ავღანელებისადმი, თავს დაეხსნენ უცხოელი სამხედროების ბაზებსა და ავტოკოლონებს, ნატოს ბაზაზე ყურანების დაწვის საპასუხოდ.ბაგრამის სამხედრო ბაზაზე ორშაბათის ინციდენტის შემდეგ უკვე მესამე დღეა, გრძელდება საპროტესტო გამოსვლები ავღანეთის სხვადასხვა კუთხეში. ცნობების თანახმად, ავღანელმა პოლიციელებმა დღეს დემონსტრანტი მოკლეს ბაღლანის პროვინციაში, სადაც საპროტესტო აქციის წევრები შეეცადნენ პოლიციის შენობაში შეჭრას. ოთხშაბათს კი ცხრა დემონსტრანტი იქნა მოკლული, როცა არეულობაში გადაიზარდა დემონსტრაციები ავღანეთის რამდენიმე პროვინციაში.
XS
SM
MD
LG