Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში აფეთქებამ, სულ ცოტა, 15 ადამიანი შეიწირა


პაკისტანელი ოფიციალური პირების ცნობით, სულ ცოტა, 15 ადამიანი დაიღუპა და 35 დაიჭრა ავტობუსის გაჩერებასთან მოწყობილი აფეთქების შედეგად. ინიცდენტი მოხდა ჩრდილოდასავლეთში მდებარე ქალაქ ფეშავარში. პოლიციის ცნობით, აფეთქდა დანაღმული ავტომანქანა, რომელშიც 40 კილოგრამი ასაფეთქებელი მასალა იყო მოთავსებული. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია, მაგრამ პაკისტანში მოქმედ თალიბ ექსტრემისტებს ბოლო წლებში ბევრი ასეთი აფეთქება აქვთ მოწყობილი.
XS
SM
MD
LG