Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის ჯარებმა განაახლეს ქალაქ ჰომსის დაბომბვა


სირიელი აქტივისტების ცნობით, მთავრობის ჯარებმა განაახლეს ქალაქ ჰომსის დაბომბვა. ჰომსი მიჩნეულია სირიაში ანტისამთავრობო გამოსვლების ეპიცენტრად, რომელზეც ზედიზედ მე-20 დღეა, ხორციელდება იერიშები. აქტივისტები იუწყებიან, რომ ხუთშაბათს ინტენსიურად დაიბომბა საცხოვრებელი უბნები ქალაქის ცენტრში და მთავრობის ჯარების ჯავშანტექნიკა შევიდა ჰომსის ალყაშემორტყმულ უბანში, ბაბა ამრში. აქტივისტების მონაცემებით, ბოლო დღეებში დაღუპულია ასობით ადამიანი. გუშინ ჰომსში მოკლეს ორი უცხოელი ჟურნალისტიც - ბრიტანეთის გაზეთ „სანდეი ტაიმსის“ კორესპონდენტი მარი კოლვინი და ფრანგი ფოტოგრაფი რემი ოშლიკი. სირიის საგარეო უწყებამ ხუთშაბათს გამოაცხადა, რომ სირიის მთავრობას არ ეკისრება მათს სიკვდილზე პასუხისმგებლობა და რომ ორი უცხოელი ჟურნალისტი „შეაპარეს“ სირიაში, რითაც მათ რისკი გაწიეს. სირიის მთავრობას შეზღუდული აქვს უცხოური მედიის მუშაობა კონფლიქტის გასაშუქებლად.
XS
SM
MD
LG