Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში გაიმართა პუტინის მხარდამჭერთა მრავალათასიანი აქცია


მოსკოვში ჩატარდა პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერთა მრავალათასიანი შეკრება. მასზე მხარდაჭერა გამოუცხადეს პუტინის კანდიდატურას 4 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებზე. შეკრებილებისადმი მიმართვაში, პუტინმა პირობა დადო, რომ არ დაუშვებს უცხოეთის ჩარევას რუსეთის საშინაო საქმეებში. მანვე გამოთქვა რწმენა, რომ გამარჯვებას მოიპოვებს საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც პუტინს მიაჩნია ბრძოლად რუსეთის მომავლისათვის. „ჩვენ ვართ ხალხი, რომელიც ყოველთვის იმარჯვებს. ეს ჩვენს გენებშია. ჩვენს გენურ კოდში. ეს თაობიდან თაობას გადაეცემა. ჩვენ ახლაც გავიმარჯვებთ“, განაცხადა პუტინმა. პოლიციის ცნობით, მოსკოვში, ლუჟნიკის სტადიონზე გამართულ შეკრებაში ლოზუნგით „ჩვენ ვიცავთ რუსეთს“ მონაწილეობდა 100 ათასამდე ადამიანი. პუტინი ორი ვადით, 2000-დან 2008 წლამდე იყო რუსეთის პრეზიდენტი, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრის პოსტზე მუშაობას შეუდგა. ფართოდ გავრცელებული ვარაუდით, ის ისევ დაბრუნდება პრეზიდენტის პოსტზე მარტის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად.
XS
SM
MD
LG