Accessibility links

ევროზონის ეკონომიკას წელს დაღმასვლა მოელის


ევროკომისიამ შესწორება შეიტანა პროგნოზში, რომელიც ეხება ევროზონის ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებას 2012 წელს. ნაცვლად ნახევარპროცენტიანი ზრდისა, რომელსაც გასული წლის ნოემბერში წინასწარმეტყველებდნენ, ახლა მოელიან ეკონომიკურ დაღმასვლას 0,3 პროცენტით. ევროკომისიის შეფასებით, ეკონომიკის შემცირება მოელით ბელგიას, ესპანეთს, იტალიას, კიპროსს, ნიდერლანდს, სლოვენიას, ისევე როგორც საბერძნეთსა და პორტუგალიას. ევროკომისია ვარაუდობს აგრეთვე, რომ რეცესია „რბილი“ იქნება, რადგან ბოლოხანს გამოიკვეთა საფინანსო სფეროში ვითარების სტაბილიზაციის ნიშნები.
XS
SM
MD
LG