Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ქალაქებში გაიმართა კამპანიის "ეს შენ გეხება" აქცია


საქართველოს რამდენიმე ქალაქში, მათ შორის დედაქალაქში, გაიმართა კამპანიის ”ეს შენ გეხება” აქცია. კამპანია დაიწყეს არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების და მისგან გამომდინარე რამდენიმე სხვა კანონის შეცვლის მოთხოვნით. კამპანიის ორგანიზატორებმა მოქალაქეებს გააცნეს საკანონმდებლო ცვლილებების შინაარსი. მათი შეფასებით, პარლამენტის მიერ გასული წლის ბოლოს დამტკიცებული საკანონმდელო ცვლილებები აუარესებს საარჩევნო გარემოს, არათანაბარ პირობებში აყენებს პოლიტიკურ ძალებს, ზღუდავს გამოხატვისა და პოლიტიკური საქმიანობის თავისუფლებას, მკაცრ და გაუმართლებელ პასუხისმგებლობას აკისრებს ამომრჩევლებსა და ბიზნესის, მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს. აქციები ერთდროულად გაიმართა თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, ოზურგეთში, თელავში, გორში, გურჯაანსა და ბოლნისში.
XS
SM
MD
LG