Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საგარეო უწყება გამოეხმაურა პუტინის განცხადებას ქართველ ხალხთან მეგობრობაზე


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის განცხადებას ქართველ ხალხთან მეგობრობის სურვილის შესახებ, სამინისტროს შეფასებით, სიმბოლურია, რომ პუტინმა ქართველ ხალხთან მეგობრობასა და მისდამი სიყვარულზე 22 თებერვალს ისაუბრა სწორედ იმ სამხედრო მეთაურებთან, რომელთა შენაერთები, მისივე ბრძანებით, სასტიკად უსწორდებოდნენ ქართულ მოსახლეობას. ”საქართველოში ცხოვრობს მრავალი ათასი ოჯახი, რომლებმაც ახლობლები დაკარგეს რუსეთის სამხედრო აგრესიისა და ეთნოწმენდის შედეგად. რუსეთის ხელისუფლების, მათ შორის, პირადად პუტინის მოქმედებით ასობით ათასი ადამიანი იქცა დევნილად, მათი სახლები ან მიწასთან არის გასწორებული რუსული ტექნიკით, ან უკანონოდაა დაკავებული რუსეთის სამხედროებისა და კრიმინალების მიერ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე კი ბარბაროსულად ნადგურდება ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები” - აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომლის შეფასებით, პუტინს ქართველი ხალხისადმი სიყვარულის გამოხატვის უცნაური მეთოდები აქვს.
XS
SM
MD
LG