Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"თავისუფალი საქართველო" ხელისუფლებას აკისრებს პასუხისმგებლობას ავღანეთში ჯარისკაცების დაღუპვაზე


პარტია "თავისუფალი საქართველოს" განცხადებით, ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის გამო პასუხისმგებლობა ეკისრება "ხელისუფლებას და მის სატელიტ პარტიებს, რომლებიც ვაშინგტონის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად მხარს უჭერენ ავღანეთის მისიაში ქვეყნის მონაწილეობას". პარტიის მიერ დღეს გამოთქმული შეფასებით, უკვე 15 ჯარისკაცის დაღუპვა ცხადყოფს, რომ საქართველოს მონაწილეობა ავღანეთის მისიაში სრულიად გაუმართლებელია. "თავისუფალი საქართველოს" განცხადებით, შემაშფოთებელია, რომ კამპანიის ინიციატორი ნატოს ქვეყნები ავღანეთიდან ჯარის გაყვანას აპირებენ, საქართველის ხელისუფლებამ კი კონტინგენტის გაზრდა გადაწყვიტა. პარტია ”თავისუფალი საქართველო” მოითხოვს, საზოგადოებას ეცნობოს თუნდაც ერთი გონივრული არგუმენტი, რომელიც გაამართლებს ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობას უცხო ქვეყნის ინტერესებისთვის წარმოებულ სამხედრო კამპანიაში.
XS
SM
MD
LG