Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავდაცვის სამინისტრო: ლეონ პანეტა ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროების ოჯახებს უსამძიმრებს


საქარველოს თავდაცვის სამინისტროს ვებსაიტზე გამოქვეყნებული ცნობით, თავდაცვის მინისტრი, ბაჩო ახალაია დღეს ტელეფონით ესაუბრა აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ლეონ პანეტას. სამინისტროს ცნობით, პანეტამ ახლაიას და ავღანეთში დაღუპული სამი ქართველი სამხედროს ოჯახებს აშშ-ის მთავრობის სახელით მიუსამძიმრა. ცნობის თანახმად, პანეტამ საუბარში კიდევ ერთხელ აღნიშნა ქართველი სამხედროების სიმამაცე და პროფესიონალიზმი. ამავე საიტზე გამოქვეყნებული სხვა ინფორმაცით, ბაჩო ახალაიამ დღეს თბილისში შეხვედრა გამართა ამერიკის თავდაცვის მინისტრის მეორე მოადგილესთან, სელესტ ვალანდერთან და აშშ-ის ევროპული სარდლობის დაგეგმვის, პოლიტიკისა და სტრატეგიის დირექტორის მოადგილესთან, ადმირალ მარკ მონტგომერთან. როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტრო იუწყება, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხები.
XS
SM
MD
LG