Accessibility links

logo-print

კამერუნში ასობით სპილო დახოცეს


კამერუნის ჩრდილოეთში მდებარე ეროვნულ პარკში ორი თვის განმავლობაში 500-ზე მეტი სპილო დახოცეს. ბუბანჯიდას პარკის თანამშრომლების თქმით, ცხოველებს სუდანიდან და ჩადიდან გადმოსული ბრაკონიერები ხოცავენ, რომლებიც ცხენებზე არიან ამხედრებულნი და ავტომატურ იარაღს იყენებენ. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში აღმოაჩინეს 458 სპილოს გვამი, თუმცა ადმინისტრაცია ამბობს, რომ ნაკრძალის მთელი ტერიტორია ჯერ არ დაუთვალიერებიათ და სავარაუდოდ გაცილებით მეტი სპილოა მოკლული. სააგენტო France-Presse-ის ცნობით, არ ჩანს, რომ კამერუნის ხელისუფლება რაიმეს აკეთებდეს ბრაკონიერების დასაკავებლად.
XS
SM
MD
LG