Accessibility links

logo-print

პაკისტანი ექსტრემისტებს მოუწოდებს სამშვიდობო მოლაპარაკებებისაკენ


პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, იუსუფ რაზა გილანიმ საჯაროდ მოუწოდა თალიბანსა და სხვა ექსტრემისტულ დაჯგუფებებს, ჩაერთონ სამშვიდობო მოლაპარაკებაში ავღანეთის მთავრობასთან. გილანიმ პარასკევს განაცხადა, რომ თალიბანის ლიდერებმა, ისევე როგორც სხვა ექსტრემისტულმა ჯგუფებმა, მათ შორის ჰიზბ-ე-ისლამმა მონაწილეობა უნდა მიიღონ პროცესში „ავღანეთში ეროვნული შერიგებისა და მშვიდობის“ მისაღწევად. ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ ამ კვირაში მიიწვია თალიბანი პირდაპირ სამშვიდობო პროცესზე და პაკისტანს მოუწოდა, ხელი შეუწყოს მოლაპარაკების ჩატარებას. თალიბანის წარმომადგენლებს დამყარებული აქვთ ამერიკელ ოფიციალურ პირებთან კონტაქტი კატარის შეხვედრების მეშვეობით, თუმცა უარს ამბობენ კარზაის მთავრობასთან მოლაპარაკებაზე, სანამ უცხოელი ჯარისკაცები რჩებიან ავღანეთის ტერიტორიაზე.
XS
SM
MD
LG