Accessibility links

logo-print

აშშ აცხადებს, რომ „ცოტაოდენი პროგრესია“ ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებაზე


აშშ-ის წარმომადგენელი გლინ დევისი აცხადებს, რომ „ცოტაოდენ პროგრესს“ მიაღწიეს ჩრდილოეთ კორეასთან შეხვედრაზე, რომელზეც განიხილეს ჩრდილოეთ კორეის ბირთვული განიარაღების შესახებ საერთაშორისო მოლაპარაკების განახლების საკითხს. დევისმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ პეკინში გამართულ ორდღიან შეხვედრაზე ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელეს რამდენიმე საკითხზე, მათ შორის ურანის გამდიდრებაზე, სურსათით დახმარებასა და ადამიანის უფლებებზე. ეს იყო ვაშინგტონისა და ფხენიანის ოფიციალური წარმომადგენლების პირველი შეხვედრა დეკემბერში ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ირის გარდაცვალებისა და ძალაუფლების მისი ვაჟიშვილისთვის გადაბარების შემდეგ. ჩრდილოეთი კორეა 2009 წელს გამოეთიშა მოლაპარაკებას მის ბირთვული პროგრამაზე შეერთებული შტატების, ჩინეთის, იაპონიის, რუსეთისა და სამხრეთ კორეის მონაწილეობით.
XS
SM
MD
LG