Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის გამო მწუხარება გამოხატა თურქეთის მთავრობამ


ავღანეთში სამი ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის გამო მწუხარება გამოხატა თურქეთის მთავრობამ. „აღშფოთებას გამოვთქვამთ ტერორისტული აქტის გამო და ვიზიარებთ მეგობარი და მეზობელი ქართველი ხალხისა და საქართველოს მთავრობის მწუხარებას“, - ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ 22 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციით, კაპრალები ვალიკო ბერაია, რუსლან მელაძე და პაატა კაჭარავა, რომლებიც საბრძოლო ამოცანას ასრულებდნენ, თალიბებთან შეტაკებისას საბრძოლო მანქანის აფეთქების შედეგად დაიღუპნენ.
XS
SM
MD
LG