Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ისევ მოჰყვა მსხვერპლი ყურანის დაწვით გამოწვეულ საპროტესტო გამოსვლებს


ავღანეთიდან გავრცელებული ცნობებით, სულ ცოტა, ექვსი ადამიანი იქნა მოკლული დემონსტრაციებზე, რომლებიც პარასკევის ლოცვის შემდეგ ჩატარდა ნატოს სამხედრო ბაზაზე ყურანის დაწვის გასაპროტესტებლად. პოლიციის ცნობით, შეიარაღებულმა დემონსტრანტებმა მოკლეს ერთი ადამიანი ქაბულში. ჯერ არ არის ნათელი, როგორ დაიღუპა კიდევ ერთი პირი ქაბულში, სხვა ადგილას ჩატარებული გამოსვლისას. დასავლეთში მდებარე ჰერათის პროვინციაში ორი ადამიანი იქნა მოკლული, როცა დემონსტრანტებმა აშშ-ის საკონსულოს შენობას მიაშურეს. კიდევ ორი დაიღუპა ადრასკანის რაიონში. ინციდენტი, რომლის გამოც ავღანეთში უკვე მეოთხე დღეა, გრძელდება საპროტესტო გამოსვლები და ძალადობა, ორშაბათს მოხდა ბაგრამის სამხედრო ბაზაზე. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ავღანელ კოლეგას გაუგზავნა წერილი, რომელშიც ოფიციალურად იხდის ბოდიშს ყურანის დაწვასთან დაკავშირებული ინიცდენტის გამო.
XS
SM
MD
LG