Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტუნისი მასპინძლობს „სირიის მეგობართა ჯგუფის“ შეხვედრას


ტუნისში დღეს იმართება საერთაშორისო კონფერენცია სირიაში კრიზისის მოგვარების გზებზე მოსალაპარაკებლად. კონფერენციას, რომელზეც 60-ზე მეტი ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლები შეიკრიბნენ, ”სირიის მეგობართა ჯგუფის” შეხვედრად მოიხსენიებენ. რუსეთმა და ჩინეთმა უარი თქვეს მონაწილეობაზე, რაც ცხადჰყოფს სირიის საკითხზე საერთაშორისო კონსენსუსის მიღწევის სირთულეს. არაბთან ლიგის თავმჯდომარე ნაბილ ელარაბის განცხადებით, „ეს შეხვედრა არ იმართება სირიის საკითხში სამხედრო გეგმაზე, ან რაიმე ამდაგვარზე შესათანხებლად. შეხვედრა იმართება საიმისოდ, რომ განხორციელდეს არაბთა ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს კრიზისის მშვიდობიანად მოგვარებას გულდასმით მომზადებული გეგმისა და მკაფიო ნაბიჯების მეშვეობით“. განაცხადა არაბთა ლიგის თავმჯდომარემ დღეს ტუნისში, საინფორმაციო სააგენტო "როიტერსთან" საუბრისას. გავრცელებული ცნობებით, ევროკავშირი აპირებს მორიგი სანქციების დაწესებას სირიისთვის, ამ ქვეყანაში მმართველი რეჟიმის ოპონენტების წინააღმდეგ მიმართული ძალადობის გამო. ევროკავშირის დიპლომატების განცხადებით, სანქციები ამოქმედდება შვიდი სირიელი მინისტრის მიმართ. მოსალოდნელია, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ორშაბათს დაამტკიცებენ ამ სანქციებს, სირიის მმართველი რეჟიმის წინააღმდეგ რამდენიმე სხვა ახალ ზომასთან ერთად.
XS
SM
MD
LG