Accessibility links

logo-print

კლინტონი სირიის მთავრობას მოუწოდებს ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმებისაკენ


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის განცხადებით, სირიის მმართველი რეჟიმი „მეტ სისხლში გაისვრის ხელს“, თუ დაუყოვნებლივ არ შეასრულებს ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნას, რომლითაც მას მიმართავენ ტუნისის კონფერენციის მონაწილეები. ტუნისში 70-მდე ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლები შეიკრიბნენ ”სირიის მეგობართა ჯგუფის” შეხვედრაზე, კრიზისის მოგვარების გზებზე მოსალაპარაკებლად. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ალენ ჟუპეს განცხადებით, 27 თებერვლიდან ევროკავშირი მიმართავს ზომებს სირიის ცენტრალური ბანკის წინააღმდეგ, რითაც გაზრდის სანქციებს სირიაში ოპოზიციისადმი ძალადობის შეწყვეტის მოთხოვნით. ამასობაში, სირიაში გრძელდება ძალადობა. ინფორმაციით, რომელიც დღეს გაავრცელა ბრიტანეთში დაფუძნებულმა ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიამ“, სამთავრობო ჯარებმა ჰამის პროვინციაში მოკლეს 18 სამოქალაქო პირი, მათ შორის ერთი ოჯახის შვიდი წევრი.
XS
SM
MD
LG