Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ატომური უწყება: ირანმა „მკვეთრად გაზარდა“ ურანის გამდიდრება


გაეროს ატომური უწყების თანახმად, ირანმა მკვეთრად გაზარდა ურანის გამდიდრების ტემპი და მის გასამმაგებას მიაღწია. ვენაში განთავსებული სააგენტო ირანის ბირთვული აქტივობის შესახებ თავის მორიგ ანგარიშში აცხადებს, რომ მას და თეირანს „აზრთა მნიშვნელოვანი სხვადასხვაობა“ აქვთ და „სერიოზულ შეშფოთებას“ გამოთქვამს ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე. ანგარიშის გამოქვეყნების ფონია მიმდინარე კვირაში თეირანში ჩატარებული წარუმატებელი მისიის შემდეგ ბირთვული ინსპექტორების დაბრუნება. სააგენტო აცხადებს, რომ ის კვლავ სერიოზულად შეშფოთებულია ირანის ბირთვული პროგრამის შესაძლო სამხედრო განზომილებების გამო. დასავლეთის ქვეყნები ეჭვობენ, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნაზე მუშაობს. ირანი უარყოფს ამ ბრალდებას და აცხადებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება.
XS
SM
MD
LG