Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალმა-ათაში საპროტესტო აქცია გაიმართა


ყაზახეთის ქალაქ ალმა-ათაში დღეს ჩატარდა „უთანხმოების დღედ“ წოდებული საპროტესტო აქცია, რომელშიც 1000-მდე ადამიანი მონაწილეობდა. ჩვენი რადიოს ყაზახურენოვანი სამსახურის ცნობით, დემონსტრანტები დაიშალნენ მას შემდეგ, რაც წამოაყენეს ყაზახეთში პოლიტიკური თავისუფლების გაზრდის მოთხოვნდა. პოლიციამ აქციაში მონაწილეობის საშუალება არ მისცა ოპოზიციის რამდენიმე ლიდერს, რომლებიც დაკავებულ იქნენ, როცა შინიდან გავიდნენ დემონსტრაციაზე წასასვლელად. დაკავებულებს შორის არიან ოპოზიციურ პარტია „აზატის“ თანათავმჯდომარეები, ბულატ აბილოვი და ჟარმახან ტუიაკბაი.
XS
SM
MD
LG