Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში ევაკუირებულ იქნა დაჭრილების პირველი ჯგუფი


წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლების განცხადებით, პარასკევს 27 ადამიანი იქნა ევაკუირებული სირიის ქალაქ ჰომსში მდებარე ბაბა ამრის რაიონიდან. ისინი ჰომსის საავადმყოფოში მოათავსეს. საქმე ეხება პირველ ევაკუირებულებს ბაბა ამრიდან, რომელსაც ინტესნიურ საარტილერიო ცეცხლს უშენენ სირიის მთავრობის ჯარები. წითელი ჯვრის პრეს-მდივანი კარლა ჰადადი ევაკუაციას უწოდებს „პირველ წინგადადგმულ ნაბიჯს“. ამ სიახლის ფონია ტუნისში გამართული საერთაშორისო კონფერენცია სირიის შესახებ. შეხვედრის მონაწილეები ცდილობენ, გაზარდონ ზეწოლა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმზე, ოპონენტების წინააღმდეგ ძალადობისათვის ბოლოს მოსაღებად.
XS
SM
MD
LG