Accessibility links

logo-print

ავღანეთში მოხდა დემონსტრანტებთან დაპირისპირება გაეროს ბაზასთან


ავღანეთში მეხუთე დღეა, გრძელდება საპროტესტო აქციები და ძალადობა ნატოს სამხედრო ბაზაზე ყურანის დაწვის გამო. დღეს ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა გაეროს ბაზასთან ჩრდილოეთ ავღანეთში მდებარე ქალაქ კუნდუზში. საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესი“ სამედიცინო პერსონალისაგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ერთი ადამიანია დაღუპული დაპირისპირების შედეგად. საპროტესტო აქციების შესახებ იტყობინებიან ავღანეთის რამდენიმე სხვა პროვინციიდანაც. ლაღმანის პროვინციის პოლიციის უფროსის განცხადებით, 1000-მდე ადამიანი შეიკრიბა დემონსტრაციაზე, რომელიც მშვიდობიანად დაიწყო, მაგრამ აქციის მონაწილეებმა მალე დაიწყეს ქვების სროლა და სცადეს გუბერნამტორის რეზიდენციაში შეჭრა. ცნობამ, რომ ორაშათს ბაგრამის სამხედრო ბაზაზე ყურანები დაწვეს, ბევრი ავღანელის აღშფოთება გამოიწვია. 21 თებერვლის შემდეგ, 20-ზე მეტი ადამიანია დაღუპული შეტაკებების შედეგად, რომლებიც საპროტესტო გამოსვლებს ახლავს.
XS
SM
MD
LG