Accessibility links

logo-print

იემენში ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართა


დღეს იემენში გაიმართა ახალი პრეზიდენტის, აბუდ რაბო მანსურ ჰადის ინაუგურაცია. მან ერთგულების ფიცი დადო იემენის პარლამენტში გამართულ სხდომაზე. ჰადი ყოფილი ვიცე-პრეზიდენტია. მან პრეზიდენტის პოსტზე შეცვალა ალი აბდულა სალეჰი, რომელიც 33 წელი იდგა ხელისუფლების სათავეში, ვიდრე მასობრივი საპროტესტო გამოსვლები აიძულებდა, დაყაბულებოდა გადადგომას და ხელისუფლების გადაბარებას ვიცე-პრეზიდენტისათვის. ჰადი აირჩიეს ამ კვირაში გამართულ არჩევნებში პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატის მონაწილეობით. ყოფილი პრეზიდენტი, სალეჰი დღეს დაბრუნდა იემენში მას შემდეგ, რაც შეერთებულ შტატებში იმკურნალა. მას სამართლებრივი იმუნიტეტი აქვს მინიჭებული პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომის სანაცვლოდ.
XS
SM
MD
LG