Accessibility links

logo-print

ყირგიზეთის პრეზიდენტის განცხადებით, მის ქვეყანაში დიდ პატივს სცემენ პუტინს


ყირგიზეთის პრეზიდენტმა ალმაზბეკ ატამბაევმა შაბათს, მოსკოვში ოფიციალური ვიზიტისას განაცხადა, რომ ყირგიზი ხალხი დიდ პატივს სცემს რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინს და, შეიძლება ითქვას, რომ ის უყვარს. ატამბაევმა რადიო „გოლოს როსიისთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ყირგიზეთს სხვა არჩევანი არა აქვს, გარდა რუსეთთან კავშირის განმტკიცებისა, რადგან ორი ხალხი ისტორიულად არის დაკავშირებული ერთმანეთთან. არ დავმალავ, რომ ყირგიზეთში განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ პუტინის მიმართო, განაცხადა ატამბაევმა და დასძინა: „ხალხი ყირგიზეთში დიდ პატივს სცემს მას, მე ვიტყოდი, რომ უყვარს პუტინი“. მოსკოვში ატამბაევის ვიზიტის დაწყებამდე, ფინანსთა მინისტრმა აკილბეკ ჯაპაროვმა განაცხადა, რომ ვიზიტის ერთ-ერთი მიზანია 107 მილიონი დოლარის კრედიტის მიღება, ევრაზიის ეკონომიკური თანამეგობრობისაგან დახმარების ჩარჩოებში. რამდენიმე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის ამ ჯგუფს რუსეთი ხელმძღვანელობს.
XS
SM
MD
LG