Accessibility links

logo-print

ნატო: ორი ამერიკელი მოკლეს ქაბულში მომხდარი ინციდენტისას


ნატოს განცხადებით, ავღანეთში მისი ჯარების ორი წევრი მოკლეს ქაბულში მომხდარი ინციდენტისას. როგორც ნატოს განცხადებაშია ნათქვამი, შეიარაღებულმა პირმა ესროლა ავღანეთში უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ძალების წევრებს, რის შედეგადაც დაიღუპა ორი ჯარისკაცი. განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული დაღუპულების ეროვნება. დასავლეთის მედია კი ავრცელებს ავღანელი ოფიციალური პირებისაგან მიღებულ ინფორმაციას, რომ ქაბულში, ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში მოკლეს ორი ამერიკელი მრჩეველი.
XS
SM
MD
LG