Accessibility links

logo-print

სირიელი აქტივისტების ცნობით, უშიშროების ძალებმა 16 სამოქალაქო პირი მოკლეს


სირიელი აქტივისტების ცნობით, უშიშროების ძალებმა 16 სამოქალაქო პირი მოკლეს ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში. ლონდონში დაფუძნებულ ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის“ მონაცემებით, ოთხი სამოქალაქო პირი დაიღუპა ქალაქ ჰომსში, რომელსაც უშიშროების ძალები საარტილერიო ცეცხლს უშენდნენ. ქალაქ ეზაზში კი ექვსი ადამიანი მოკლეს უშიშროების ძალებსა და დეზერტირებს შორის შეტაკებისას. კიდევ ექვსი სამოქალაქო პირი დაიღუპა, როცა ჯარისკაცები შეიჭრნენ ჰამის პროვინციაში მდებარე ორ სოფელში. გუშინ ტუნისში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია სირიის შესახებ. შეხვედრის მონაწილეები ცდილობენ, გაზარდონ ზეწოლა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმზე, ოპონენტებისადმი ძალადობისათვის ბოლოს მოსაღებად.
XS
SM
MD
LG