Accessibility links

logo-print

ნატომ გაიყვანა წარმომადგენლები ავღანეთის სამინისტროებიდან


ნატომ გაიწვია თავისი წარმომადგენლები ავღანეთის სამინისტროებიდან მას შემდეგ, რაც ორი ამერიკელი ოფიცერი იქნა მოკლული ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში. ავღანეთში ნატოს ჯარების სარდლის, გენერალ ჯონ ალენის განცხადებით, თანამშრომლების დაცვის მიზნით, დაუყოვნებლივ მიმართეს ზომებს მათს გასაყვანად. ეს ნაბიჯი მოჰყვა ნატოს განცხადებას, რომ შაბათს მოკლეს მისი პერსონალის ორი წარმომადგენელი. ნატოს არ დაუკონკრეტებია, რომელი ქვეყნის წარმომადგენლები იყვნენ დაღუპულები, მაგრამ დასავლეთის მედია ავღანელი ოფიციალური პირებისაგან მიღებულ ცნობებზე დაყრდნობით იუწყება, რომ მოკლულია ორი ამერიკელი მრჩეველი. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა.
XS
SM
MD
LG