Accessibility links

სასამართლომ 400-ლარიანი ჯარიმა დააკისრა ლაშა ჩხარტიშვილს


შაბათს თბილისში, კიკვიძის პარკში დააკავეს პოლიტიკურ კოალიცია „ქართული ოცნების“ ეკოლოგიის ქვეჯგუფის ხელმძღვანელი ლაშა ჩხარტიშვილი, რომელიც ხეების გაჩეხვასა და შენობის მშენებლობას აპროტესტდება. დააკავეს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის რამდენიმე წარმომადგენელიც. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებათ, ამ პირებმა ხელი შეუშალეს კიკვიძის პარკში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს. „{მათ} გადაკეტეს სატვირთო მანქანისათვის გამოყოფილი სამოძრაო გზა და ასევე შეაფერხეს მუშების საქმიანობა. დაკავებულები არ დაემორჩილნენ პოლიციის მოწოდებას გზის გახსნასთან დაკავშირებით და გაწიეს წინააღმდეგობა“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკავებულებს დაეკისრათ ადმინისტრაციული სახდელი 400 ლარის ოდენობით. დღესვე გავრცელდა „ქართული ოცნების“ განცხადება, რომ ის თანადგომას უცხადებს და ბოლომდე დაიცავს კონსერვატიული პარტიის წევრის, საზოგადოებრივი მოძარობა „ქართული ოცნების“ ეკოლოგიის ქვეჯგუფის თავმჯდომარე ლაშა ჩხარტიშვილის უფლებებს.
XS
SM
MD
LG