Accessibility links

logo-print

სირიაში იმართება რეფერენდუმი დაპირისპირების მიუხედავად


სირიის მთავრობა მართავს რეფერენდუმს ახალ კონსტიტუციაზე, ქვეყანაში საპროტესტო აქციებისა და ძალადობის მიუხედავად. ცვლილებებში, რომლებსაც ახალი კონსტიტუციის პროექტი ითვალისწინებს, შედის ბოლოს მოღება სირიაში თითქმის 50-წლიანი ერთპარტიული მმართველობისათვის. ოპოზიცია და მრავალი უცხო ქვეყნის მთავრობები აკრიტიკებენ რეფერენდუმის ჩატარებას მაშინ, როცა სირიის სამთავრობო ჯარებს იერიშები მიაქვთ ოპოზიციაზე რამდენიმე ქალაქში და ბოლო არ უჩანს თითქმის ერთი წლის წინ დაწყებულ ძალადობას ქვეყანაში. ქალაქ ჰომსში, რომლის წინააღმდეგაც სამ კვირაზე მეტია, ხორციელდება მთავრობის ჯარების ოპერაციები, დღეს ისევ ისმოდა აფეთქებების ხმა ოპოზიციის კონტროლ ქვეშ მყოფი ბაბა ამრის უბანში. უფლებადამცველების მონაცემებით, მარტო შაბათს დაიღუპა 100-მდე ადამიანი, უმეტესწილად, სამოქალაქო პირები.
XS
SM
MD
LG