Accessibility links

logo-print

ავღანეთში ისევ მოჰყვა მსხვერპლი ყურანის დაწვით გამოწვეულ საპროტესტო გამოსვლებს


ავღანეთში, სულ ცოტა, ერთი დემონსტრანტი დაიღუპა და შვიდი ამერიკელი ჯარისკაცი დაიჭრა ანტიამერიკული საპროტესტო გამოსვლების მეშვიდე დღეს. ადგილობრივი ოფიციალური პირების ცნობით, დემონსტრანტი დაიღუპა ჩრდილოეთში მდებარე კუნდუზის პროვინციაში, სადაც პოლიციამ შეაჩერა პროვინციის დედაქალაქში ჩასვლის მსურველი 2000-მდე დემონსტრანტი. პოლიციის ცნობით, შვიდი ამერიკელი ჯარისკაცი დაიჭრა კუნდუზის პროვინციის დედაქალაქში მათს ბაზაზე ჭურვით მოწყობილი თავდასხმის შედეგად. 30-მდე ადამიანია მოკლული საპროტესტო აქციებზე, რომლებიც მოჰყვა 20 თებერვალს ნატოს სამხედრო ბაზაზე ყურანების დაწვას. პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ დღეს ისევ მოუწოდა თანამემამულეებს სიმშვიდისაკენ.
XS
SM
MD
LG